სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პლასტმასის ჭურჭელი ბავშვებს ვნებს

ინდუსტრიული ქიმიკატი BPA ანუ ტექნიკური ბისფენოლი მთელს მსოფლიოში პლასტმასის ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება.2010 წელს კვლევების შედეგად დადასტურდა,რომ ეს ქიმიური შენაერთი ბავშვების ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს და ახალშობილებსა და მცირეწლოვანებში კიბოს, გულსისხლძრღვთა და ტვინის დაავადებებს იწვევს. ამიტომაც შეერთებულ შტატებში ბავშვთა კვების ინდუსტრიაში პლასტმასის ბოთლების გამოყენება ერთი წელია, აიკრძალა.

ახლახან ამერიკაში კიდევ ერთი ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ბავშვის ორგანიზმზე ასევე ძალზე უარყოფითად გავლენას ახდენს დაკონსერვებული პროდუქტის ქილებში შემავალი ბისფენოლის ჭარბი რაოდენობაც.

რაშელ გიბსონი, ისევე როგორც ყველა დედა, ცდილობს საკუთარი შვილი ჯანმრთელად გამოკვებოს.ამიტომაც პლასტმასის ჭურჭელში გამოშვებულ საბავშვო საკვებზე უარს ამბობს და შუშის ჭურჭელში მოთავსებულ პროდუქციას ყიდულობს:

„ეს პლასტმასის თავსახური, დანამდვილებით ვიცი,რომ ბისფენოლს შეიცავს, თუმცა ეს მხოლოდ თავსახურია.“

რაშელ გიბსონის მსგავსად, დღეს შეერთებულ შტატებში ამ პრობლემაზე ძალზე ბევრი ამერიკელი წუხს, რადგან საკვები პროდუქტები ძირითადად პლსატმასისა და ცელოფნის ჭურჭელში იყიდება.ხოლო მას შემდეგ,რაც ექიმებმა მკერდისა და პროსტატის სიმსივნის ერთერთ გამოწმევევ მიზეზად ორგანზიმში ბისფენოლის ჭარბი რაოდენობა დაასახელეს-ამ პრობლემამ ამერიკაში ყველა დააფიქრა.

ბისფენოლს მსოფლიოში პლასტმასისა და რეზინის დასამზადებლად იყენებენ. ეს ორივე კი მასალა კი საკვები პროდუქციის წარმოებაში კონსერვებისა და პლასტმასის ჭურჭლის დასამზადებლად გამოიყენება.ამ ქიმიური შენაერთების მავნე ზეგავლენა კი ძირითადად ადამიანის ორგანიზმში ჯირყვლებისა და ჰორმონების დისბალანსს იწვევს.

როგორც კიბოს ფონდის საადვოკატო ჯგუფის წარმომადგენელი კონი ენგელი ამბობს:

„ჩვენმა ფონდმა შეისწავლა ბავშვთა კვების სფეროში ყველაზე გავრცელებული დაკონსერვებული პროდუქტები და აღმოაჩინა,რომ ყველაზე მაღალი რაოდენობით ბისფენოლი კემბელის კომპანიის ნაწარმში აღინიშნება. კემბელი კი ამერიკაში ყველაზე გავრცელებული საწარმოა.“

როგორც ჯორჯთაუნის უნივესრიტეტის კიბოს ცენტრის თანამშრომელი ლინუ ჰილა კივი კლერკი აღნიშნავს, ცხოველებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ ბისფენოლის ჭარბი რაოდენობა მკერდის კიბოს დაავადებასთან პირდაპირ კავშირშია. თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ბისფენოლი ყველას აქვს და ხშირად კიბოს დაავადების ჩამოყალიბებას 50 წელიც კი სჭირდება. ამიტომაც ბისფენოლის ჭარბი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას, მაინც მცირეწლოვანის ორგანიზმზე უფრო ახდენს:

„უფროსებში ბისფენოლი უფრო მეტად დიაბეტის დაავადებას იწვევს, პატარებში კი ძირითადად ენდოკრინოლოგიურ განვითარებას უშლის ხელს“

ექიმები, კიბოსა და დიაბეტის გარდა, ადამიანის ორგანიზმში ჭარბი ბისფენოლის რაოდენობას- მძიმე წონის მიზეზადაც ასახელებენ.

ყველა ზემოხსნებული მიზეზის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვთა საკვები ჭურჭლისა და სათამაშოების დასამზადებლად ბისფენოლის გამოყენება აიკრძალა.ამიტომაც დღესდღეობით ქიმიურმა კომპანიებმა დაიწყეს ძებნა ახალი ქიმიური შენაერთისა, რომელიც ბისფენოლს ჩაენაცვლება და პატარებისთვის უსაფრთხო და საიმედო იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100