სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა მცირეწლოვანი შვილები ჰოსტელში დატოვა და გაიქცა

შემთხვევა რუსეთში მოხდა - ქალმა მცირეწლოვანი შვილები ჰოსტელში დატოვა და გაიქცა.

როგორც დაწესებულებაში მომუშავე მენეჯერი იხსენებს, დედამ მომსახურე პერსონალს სთხოვა, რომ ბავშვებისთვის ცოტა ხნით მიეხედა, რათა თავად დაკარგული საბუთების მოსაძებნად წასულიყო. ქალი შეპირდა მათ, რომ მალევე დაბრუნდებოდა, თუმცა აღარ გამოჩენილა. ბავშვებზე ახლა ექიმები და სოციალური მუშაკები ზრუნავენ, ერთ-ერთი მათგანი ერთ წლამდე ასაკისაა. გაუჩინარებულ დედას პოლიცია ეძებს, თუმცა მისი კვალი ჯერჯერობით არსად ჩანს. ნომერი, რომელიც მან გაუჩინარებამდე მენეჯერს დაუტოვა, გამორთულია - იუწყება რუსული გამოცემა life.ru.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100