სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო“ გარემოს დაცვით საკითხებზე მედიასემინარს გამართავს

10 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ (მის: მ.კოსტავას #14) კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის - #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე მედიასემინარი გაიმართება.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნიცა ჩოლოყაშვილი ჟურნალისტებს გააცნობს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის 8 წლიან შედეგებს, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება.

სემინარზე ასევე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მარინე სუჯაშვილი აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად მოწვეულ ჟურნალისტებს გააცნობს თემებს, როგორიცაა როგორ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ტყეს, რომელ სეზონზე სჯობს ხის დარგვა, რა მანძილი უნდა იყოს ნერგებს შორის და ა.შ.

მედიასემინარზე გარემოს დაცვის სპეციალისტი აღნიშნულ საკითხებზე წარმოადგენს პრეზენტაციას და უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს. დასასრულს, აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე გაიმართება დისკუსია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100