გურამიშვილის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა - მიმდინარეობ მოსახლეობის ევაკუაცია

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის მასა ჩამოიშალა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ტერიტორიაზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც.

კომენტარი