თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა. ერეკლე მეორის გამზირზე ერთმანეთს მოპედისა და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა.

15 წლის მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი სამედიცინო დახმარებისთვის მედიკოსებს კიდევ ერთმა დაშავებულმა მიმართა.

არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.


კომენტარი