სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. უწყების ინფორმაციით, საქმე თაღლითობის ფაქტს ეხება.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100