სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ოთახში დამონტაჟებული გამათბობელი ქარმა ჩააქრო და გაზმა ოთახში გაჟონა.

მათივე თქმით, მამაკაცს ჰყავდა ცოლ-შვილი, რომლებიც იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდნენ და სოფელში იყვნენ წასულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100