კასპში 35 წლამდე მამაკაცმა, რომელსაც ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, თავი ჩამოიხრჩო

კასპში 35 წლამდე მამაკაცი ეზოში ხეზე ჩამომხვრჩალი იპოვეს. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ახლობლებმა არ იციან. გარდაცვლილს ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარაჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი