რუსთავში 13 წლის მოზარდი გოგო კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი