სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

სამტრედიის სოფელი ტოლებში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, 58 წლის მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული ამ დროისთვის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოჰყვა. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. გამოძიება ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100