ტრანსფერით მომსახურებით შეიქმენით კომფორტი და არ დარჩეთ ტრანსპორტირების გარეშე უცხო ქვეყანაში...

„უცხო ქვეყნის თუ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში გარკვევა და სწრაფად ადაპტირება არც ისე მარტივია. ხშირად შესაძლოა ეს ფაქტი გახდეს პრობლემის წარმოქმნის მიზეზი. ამის თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა მგზავრმა ბოლომდე დაგეგმოს თავისი მოგზაურობა და თავი დაიზღვიოს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. ტრანსფერი სწორედ ამ სიმშვიდის გარანტიაა“ - აცხადებს „თეგეტა თრეველის“ დეპარტამნეტის ხელმძღვანელი, ბელა კაჭარავა.

რას გულისხმობს სატრანსფერო მომსახურეობა ?
ტრანსფერით მომსახურეობა ეს არის ტრანსპორტირება ადგილობრივი აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკანვე სასტუმროდან აეროპორტამდე, რომელიც შეიძლება იყოს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, სამარშუტო ტაქსით, გემით და ვერტმფრენითაც კი.

რა მახასიათებლები აქვს ტრანსფერს?
ტრანსფერს აქვს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს სატრანსპორტო ალტერნატივებს. ტრანსპორტის შერჩევა შესაძლებელია
ინდივიდუალური ან ჯგუფური მოხმარებისათვის, როგორც ეკონომ კლასის მომსახურებით ასევე VIP კლიენტებისათვის.

ჯგუფური ტრანსფერი არის, როდესაც ტურისტების ჯგუფს ხვდებიან და დაგეგმილი მარშუტით თითოეულს ანთავსებენ სხვადასხვა სასტუმროებში. შესაძლებელია ინდივიდუალურად თქვენ მოგიხდეთ სხვა ჯგუფთან ერთად ტრანსპორტირება.

ინდივიდუალური ტრანსფერის დროს კი ტურისტს ინდივიდუალურად ხვდება წარმომადგენელი და მიყავს სასტუმროში, ყოველგვარი სხვა სასტუმროს გვერდის ავლით, რაც განაპირობებს ტურისტის კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას აეროპორტიდან სასტუმრომდე.

მგზავრს, ასევე, შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მანქანის კლასი და მოითხოვოს სხვა სერვისიც, მაგალითად ავტომობილში ბავშვის სავარძელი და სხვა. ყველა ეს დეტალი გასათვალისწინებელია როდესაც მგზავრი ტრანსფერს არჩევს.

რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად და გავითვალისწინოთ საზღვარგარეთ ტრანსფერის მომსახურეობის დაჯავშნის დროს?
ტრანსფერების მრავალი ტიპი არსებობს, რაზეც ძალიან დიდი ყურადღებაა მისაქცევი.

- მაგალითად, თუ ვჯავშნით ტრანსფერს ევროპაში და გვაქვს მითითებული რომ ეს არის საერთო ეგრეთ წოდებული „შათლი“ შესაძლოა ტრანსფერმა ჩვენი კლიენტი მიიყვანოს სასტუმროსთან ახლოს მდებარე რაიმე ცნობილ ადგილთან, „ლოკაციასთან“ და არა კონკრეტულად სასტუმროში.

- ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია აეროპორტში დახვედრის და ტრანსფერთან ( მძღოლთან ) შეხვედრის დეტალები. ინდივიდუალური ტრანსფერი დაჯავშნა არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლი აუცილებლად აეროპორტის ჰოლში დაგხვდებათ ხელში თქვენი სახელისა და გვარის აღმნიშვნელი ნიშნით. ყოველთვის იკითხეთ სააგენტოში ან კომპანიაში, რომელიც ტრანსფერით უნდა მოგემსახუროთ: „დაგხვდებათ თუ არა გამოსასვლელ ჰოლში წარმომადგენელი ხელში მანიშნებელი ტრაფარეტით თუ თქვენ თვითონ უნდა მონახოთ კომპანიის ოფისი და დაელოდოთ იქ მძღოლს“. „შათლის“ შემთხვევაში ტრანსფერი კლიენტს ხვდება აეროპორტის გარეთ და არა აეროპორტის შენობაში.

- როდესაც ტრანსფერმა სასტუმროში უნდა მოგაკითხოვთ, ყოველთვის გადაამოწმეთ წინა დღეს ადგილობრივ კომპანიაში რაიმე ხომ არ შეიცვალა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, აეროპორტში რეისის შესრულებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა გამოცხადდეთ და გაითვალისწინეთ ქვეყანაში არსებული საგზაო საცობების შესახენ.

- ტრანსფერით მომსახურების დროს მძღოლს უნდა მიაწოდოთ თქვენი რეისის ნომრები. თვითმფრინავის ჩამოფრენის მიხედვით გხვდებათ სერვისიც. სატრანსფერო მომსახურების წესებით რეისის ჩამოფრენიდან მაქსიმუმ 2 საათი გელოდებათ ტრანსფერი. თუ თქვენ აეროპორტში ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ორ საათზე მეტი დრო შეყოვნდით, ტრანსფერი ხშირ შემთხვევაში აღარ დაგელოდებათ.

- გამოვყოფდი მალდივების კუნძულებს, აქ მხოლოდ გემით ან ვერტმფრენით შეგვხვდება ტრანსფერის მომსახურეობა. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ უსაფრთხოების მიზნით, ღამის საათებში სატრანსფერო მომსახურეობას ვერ გაგიწევთ ვერც ერთი კომოპანია.

რატომ არის კარგი ტრანსფერის წინასწარ დაჯავშნა ?
პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი აქვს ტრანსფერის წინსწრებით დაჯავშნას არის ფინანსები. ბევრ ქვეყანაში წინასწარ ტრანსფერის დაჯავშნა უფრო იაფი ჯდება ვიდრე ადგილზე ტაქსის მომსახურეობის გამოყენება. მეორე, რაც, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს არის დროის დაზოგვა და კომფორტი. იცით ზუსტად რომელ საათზე დაგხვდებათ ან მოგაკითხავთ წასაყვანად ტრანსპორტი, უფრო მეტი დრო დაგრჩებათ ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით და იყოთ მშვიდად.

როგორ დაგიკავშირდეთ მგზავრი სატრანსფერო თუ სხვა ტურისტული მომსახურებისთვის?

ნებისმიერი ტურისტული სერვისის მიღების სურვილის შემთხვევაში გელოდებით ჩვენთან ოფისში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. #173, თბილისი, 0112, საქართველო.
ან დაგვიკავშირდით +995 32 2443322
Mob: +995 514903020
E-mail –
[email protected]
[email protected]
Facebook
www.TegetaTravel.ge

ჟურნალისტი: ნინო მუზაშვილი

კომენტარი