სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

დიდველზე სულ არის ოთხი საბაგირო: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და მოთხილამურე პატრულები უზრუნველჰყოფენ.

საბაგიროები ყოველ დღე, 10:00-16.45 - მდე იმუშავებს.

დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.

დიდველზე დამონტაჟებულია სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქცია „ტობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

ბაკურიანში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოთეატრი „ბაკურიანი“. გასულ წელს შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველჰყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით. ცენტრი დამსვენებლებს აძლევს საშუალებას შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდისა და სასრიალო გზების შესახებ, ასევე კვების ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგს. საზოგადოებრივი ცენტრი კინოთეატრი „ბაკურიანის“ შენობაშია.

კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალი კი 30 დეკემბერს გაიხნსნება. კოხტის მთაზე არის ერთი საბაგირო შუალედური სადგურით და 3.1 კმ-ნი 4 სათხილამურო გზა, ხოლო მიტარბიზე არის სამი საბაგირო, ორი სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი და ერთი ბიგელი, ასევე 10 კმ-ნი 11 სათხილამურო გზა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100