სასწაულმოქმედი ქართული ნაყენი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს ამარცხებს - ლელა გეჯაძე „ქავთასის“ შესახებ

ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩვენ სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ახალ მეთოდებს ვეძებთ. განსაკუთებით კი მაშინ, როდესაც მედიცინა უძლურია და გამოჯანმრთელების იმედს ბოლომდე ვერ გვაძლევს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბევრი ასეთი ადამიანია, რომლებმაც ბოლო იმედად უნიკალური სამკურნალო ნაყენი „ქავთასი“ აირჩიეს.

ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე საზოაგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ექიმია, რადგან მისი ნაყენის საშუალებით უამრავმა პაციენტმა შეძლო მძიმე დაავადების ბოლომდე დამარცხება. ჰეპატიტი, ღვიძლის დაზინებები, სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვალი, ფიბროზული წარმონაქმნები, პროსტატა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ეს მხოლოდ მცირე ჩამოანთვალია იმ პრობლემებისა, რომლის დამარცხებაშიც პაციენტები ლელა გეჯაძეს ემადლიერებიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეტი გაგვეგო „ქავთასის“ შესახებ და გაირკვა, რომ ის ფართოდ გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გადაცემაში ლელა გეჯაძედა „ქავთასის“ მენეჯერი ნინა იაშვილი ვრცლად საუბრობენ ურთულეს შემთხვევებზე, დაგეგმილ ვიზიტებზე მსოფლიოს 13 ქვეყანაში და მათ შორის შეხვედრებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან, რომლებმაც ეს ნაყენი ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ.

ქალბატონო ლელა, საიდან იწყება „ქავთასის“ ისტორია და რას წარმოადგენს ეს ნაყენი?

ლელა გეჯაძე:

ნაყენი „ქავთასი“ 2005 წლიდან არსებობს. რაც შეეხება მის სასწაულმოქმედებას, ყველა დამეთანხმება, რომ ის უნიკალურია. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები ისეთი ჩივილებით მოდიან, რომელთანაც კლასიკური მედიცინა უძლურია. მაგალითისთვის გეტყვით, ერთი თვის წინ ჩემთან მოვიდა პაციენტი, რომელსაც კრეატინინის დონე ჰქონდა 700, ერთ თვიანი მკურნალობის შედეგად კი, 540 აქვს. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა.

კონკრეტულად, რომელი დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში გვაქვს ყველაზე კარგი შედეგი?

ლელა გეჯაძე:

B და C ჰეპატიტი, პროსტატიტი, ჰემაროი, მუცლის ღრუს პრობლემები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, ფარისებრი ჯირკვალი და სხვა. მათ შორის უსახელო, ამოუცნობი ეტიოლოგიის დაავადებები…


ნინო იაშვილი:

მინდა ავღნიშნო, რომ სანამ „ქავთასის“ მენეჯერი გავხდებოდი, ვიყავი მისი პაციენტი. მაწუხებდა ფარისებრი ჯირკვლის პორბლემა. ლელასთან ვიზიტამდე უამრავი ენდოკრინოლოგი მოვიარე, დამინიშნეს ჰორმონები, ბევრი მედიკამენტი ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ლელამ კი ფაქტობრივად გადამაყრევინა ეს მედიკამენტები. მითხრა, რომ ჩემს შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად გამოუსადეგარია და დამიწყო მკურნალობა. სასწაულია, მაგრამ ყველაფერი ნორმაში ჩამიდგა, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. სულ ახლახან გავიკეთე გამოკვლევა და ყველაფერი კვლავ წესრიგშია.

თქვენი პაციენტები ურთულესი დაავადებების შორს წასულ ფორმებზე საუბრობენ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ „ქავთასი“ სწორედ ასეთ შემთხვევებზეა გათვილილი? ამ დაავადების მარტივი ფორმები ხომ ტრადიციული მედიცინის გზითაც მართვადია?

ლელა გეჯაძე:

ზოგიერთი დაავადება ტრადიციული მედიცინის ფორმით მართვადი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადებათა დიდ ნაწილს ექიმები ვერ არჩენენ. ამის მიზეზი კი თავად მედიკამენტების არარსებობაა. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ „ქავთასი“ არჩენს აბსოლუტურად ყველანაირ დაავადებას. მეტიც, დიალიზიდან ხსნის პაციენტებს, შველის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებს. არ მგონია, რომ არსებობდეს დაავადება, რომელსაც „ქავთასი” ვერ მოერევა.

როგორია „ქავთასით“ მკურნალობის პრინციპი, რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის კურსი, როგორ ხდება მისი მიღება?

ლელა გეჯაძე:

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, რადგან გააჩნია, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად დგება მკურნალობის კურსი. რაც შეეხება პირველ ხელშესახებ შედეგს, ის მკურნალობის პირველივე კურსის დასრულებისთანავე დგება.


საქართველოში ეპიდემიასავით დგას B და C ჰეპატიტის პრობლემა, რა ტიპის ღვიძლის დაზიანებებს მკურნალობს თქვენი ნაყენი?

ნინო იაშვილი:

სამწუხაროდ ღვიძლის პრობლემები ძალიან გაახალგაზრდავდა და დღეს ის ახალგაზრდა ბიჭებშიც საკმაოდ გავრცელებულია. რაც შეეხება შედეგს, მარტივად რომ ავხსნა, აი წარმოიდგინეთ, ადამიანმა რომ მოქსოვოს რაღაც ახლიდან. ზუსტად იგივენაირად დაზიანებული ღვიძლი იქსოვება თავიდან, ხდება მისი აღდგენა, რეგენერაცია. მთავარია ღვიძლის ქსოვოლის 20-30% იყოს ცოცხალი.

საქართველოში ძალიან აქტუალურად დგას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა , იოდის დეფიციტი. როგორია ამ მხრივ „ქავთასის“ შედეგები?

ლელა გეჯაძე:

კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში ბოლომდე განკურნების გარანტიას ვერ ვდებთ. აქ შედეგი 50/50 -ზეა, მაგრამ განლეული ან გადიდებული ჩიყვი სრულად განკურნებადია. მე მედიცინის მუშაკებს არასოდეს ვამტყუნებ, რადგან რაც აქვთ ხელჩასაჭიდი, იმით ხელმძღვანელობენ და მაქსიმალურად ცდილობენ პაციენტის მორჩენას და გადარჩენას. უბრალოდ ალბათ არ აქვთ პრეპარატი, რითაც განკურნებამდე მიიყვანენ პაციენტს.

ნინო იაშვილი:

ერთ ისტორიას მოგიყვებით. ცოტა ხნის წინ მე და ლელა ერთ-ერთ უბანში მოვხვდით. ლელამ მითხრა, რომ აქ ძალიან მძიმე პაციენტი ცხოვრობდა. გაიხსენა, რომ მეუღლეს მიჰქონდა ჩვენგან წამალი, ალბათ გარდაცვლილია ეს ქალბატონიო იფიქრა, რადგან მისი ოჯახის წევრები დიდხანს არ გამოჩენილან. სახლში შესვლა და გარკვევა გავავწყვიტეთ, დავაკაკუნეთ არავინ არ გაგვიღო, შემდეგ მეზობელი გამოვიდა და გვითხრა, რომ ეს ქალბატონი აქვე ბაღში ყვავილებს რგავდა. რა თქმა უნდა ჩავედით, ვნახეთ, ძალიან გაუხარდა, დღემდე ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. არადა გადარჩენის შანსს პრაქტიკულად არ აძლევდნენ.


ლელა გეჯაძე:

მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს მესამედან მეოთხე სტადიაში გარდამავალი ყელის სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ მკურნალობის შედეგად თავს ძალიან კარგად გრძნობს. უკვე 9 წელი გავიდა, ჭამს, სვამს და თავს კარგად გრძნობს. წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი ასეთი ისტორია არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაყენი მამა აკაკიმ აკურთხა. პირველად ნაყენის დამზადებიდან 2-3 კვირაში, ახლობლის რჩევით მივედი მამა აკაკისთან, ყველაფერი მომაყოლა. ვუთხარი, რომ შიო მღვიმის შავი ბერი განიკურნა ამ წამლით და მაშინვე აკურთხა.

„ქავთასი” ეს არის ერთი სახის ნაყენი თუ კონკრეტულ შემთხვევაში იდივიდუალურად მზადდება?

საერთო ფილტრაციის ნაყენი ყველა ადამიანს ჭირდება დაგროვილი შლაკების გამოსადევნად. შემდეგ კი უკვე კონკრეტულ ორგანოზე გათვალისწინებული ნაყენი მიიღება. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოპერაციისთვის გამზადებული პაციენტი ჩვენმა ნაყენმა იხსნა.

ნინო იაშვილი:

ასეთი შემთხვევები განსაკუთებით ბევრი დაგვხვდა იტალიაში ვიზიტისას. ჩვენ იქ კონსულტაციები გავუწიეთ ჩვენს ემიგრანტებს და მივხვდით, რომ იტალიელი პროფესორები თითქმის ყველა პაციენტს ოპერაციაზე ამისამართებენ. ქართველი ექიმები ასე არ არიან.

გარდა დასახელებული დაავადებებისა, თქვენი დაკვირვებით კიდევ რომელ შემთხვევებში გაქვთ კარგი შედეგი?

ლელა გეჯაძე:

უსახელო, ამოუცნობი ეტიოლოგიის დაავადებებზე, რომლებსაც ვერ დაარქმევ სახელს. ხშირია, როდესაც პაციენტს ვერ უსვამენ დიაგნოზს, შემდეგ ისინი მოდიან ჩემთან და მე ვმკურნალობ. იყო ასეთი შემეთხვევა, მამაკაცის მეუღლე მოვიდა ჩემთან, მომიყვა, რომ ტრავმის შედეგად პაციენტმა თავი დაარტყა და ყურიდან სითხე გადმოსდიოდა. აღმოჩნდა, რომ მას თავის ქალის ძვალი ჰქონდა ჩამსხვრეული საფეთქელთან და სასწრაფოდ საოპერაციოდ ამზადებებდნენ, „ქავთასით” მკურნალობის შედეგად ანთებითი პროცესის გამომწვევი ჩირქი გამოიდევნა ორგანიზმიდან და პაციენტი გადარჩა ოპერაციას. ასევე მქონია მგლურას და კრონის შემთხვევები, ურთულესი დაავადება, რომელიც ათიათასში ერთ ადამიანს ემართება.


ნინო იაშვილი:

როდესაც „ქავთასის” მიღებას იწყებ, დასაწყისში 3-4 დღე გტკივა ის ორგანოები, რომელიც გაწუხებს და შესაძლოა საერთოდაც არ იცი ამის შესახებ. ორგანიზმს აქვს რეაქციები და შეიძლება, მალული დაავადება გამოვლინდეს. შესაძლოა, ეს დაჩირქებითაც გამოიხატოს და სწორედ ჩირქმა გამოიტანოს ეს პრობლემა ორგანიზმიდან.

რაიმე უკუჩვენება თუ ახასიათებს „ქავთასს“?

ლელა გეჯაძე:

როგორც წესი, ნაყენს უკუჩვენება არ აქვს, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს უმნიშვნელო თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძენება და ფაღარათი. სხვა უკუჩვენება არ გააჩნია ამ ნაყენს.

„ქავთასი“ გაცდა ქვეყნის ფარგლებს, როგორ მოხდა ეს და ასევე საინტერესოა, როგორ განხორციელდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან შეხვედრა და ამ წამლის მათთვის გაცნობა?

ნინო იაშვილი:

სხვადასხვა ქვეყნების დიასპორის თავმჯდომარეები გვიკავშირდებიან, თვითონ უკეთებენ ორგანიზებას. შეკრიბავენ ემიგრანტებს, კლინიკას უკავშირდებიან და ჩვენც მიწვევის შედეგად მივდივართ. ბოლოს იტალიაში ვიყავით, სადაც გასაოცარი შედეგები გვქონდა. კლინიკის მთავარი ექიმი გაეცნო „ქავთასს“, შემდეგ მიგვიწვია ქალაქის მერმა და პატრიარქმა. მომავალ წელს მიწვეული ვართ ვატიკანში, შეხვედრა გვექნება რომის პაპთან. ამისთვის ველოდებით და ვემზადებით, მანამდე კი 13 ქვეყანა და ჩვენი ემიგრანტები გველოდებიან, რომლებსაც უნდა მივხედოთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ისრაელში გავემგზავრებით.

რატომ ქვია ამ ნაყენს „ქავთასი“?

ლელა გეჯაძე:

„ქავთასი“ ნიშნავს უკვდავების წყაროს და სასულიერო პირებმა ასე დაარქვეს.

ტელ: 595263217

https://www.facebook.com/lela.gejadze.1

კომენტარი