მამუკა მდინარაძე: ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე შეხვდება ვალის გარეშე

"ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა ,როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება ,ვფიქრობ ისტორიული.

600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი . როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე,რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა ,საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა,რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.

კომენტარი