"ბოლო პერიოდის სტატისტიკით, სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის დავებში ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვის ზრდა პოზიტიური სიგნალია"

"ბოლო პერიოდის სტატისტიკით, სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის დავებში ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რიცხვის ზრდა პოზიტიური სიგნალია" -ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ უწყებებთან მიმართებაში ბიზნესისთვის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების რიცხვის გაზრდა კერძო სექტორის მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობას ზრდის.

,,უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით გაზრდილია სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის დავებში ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილბების რიცხვი, რაც პოზიტიური სიგნალია. თუმცა იმისათვის, რომ ბიზნესისთვის დავების გადაწყვეტის სივრცე არ იყოს მხოლოდ სასამართლო კარგი იქნება იმ უწყებში, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ კერძო სექტორთან ჩამოყალიბდეს, ერთგვარი მედიაციის ინსტრუმენტი და მედიაციის გზით მოხერხდეს საკითხების გადაწყვეტა”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
ბიზნესომბუდსმენი კომერციულ დავებთან მიმართებით არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ კომერციული პალატების შექმნის შესახებ დაანონსებულ ინიციატივაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც კომერციული პალატები კონკრეტულად ბიზნესდავების განხილვაზე იქნება ორიენტირებული და განმარტავს, რომ ეს ინიციატივა წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. მისივე თქმით კომერციულ დავებთან მიმართებით არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების გადაჭრის მხრივ საუკეთესო გზა საქართველოში არბიტრაჟის ჩამოყალიბებაა.
,,ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელიც დაგეგმილია დეკემბერში, პარიზში.

მემორანდუმის ხელმოწერიდან 1 წლის შემდეგ, გაწეული სამუშაოების შეჯამებისას მიღებული იქნება გადაწყვეტილება თუ რა ფორმით იქნება ჩვენთან წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი”,- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის განმარტებით ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ბიზნეს დავების სპეციფიკაში სასამართლოს სპეციალიზაცია და აღნიშნავს , რომ კომერციული დავების გადაწყვეტისთვის საჭიროა რიგი სპეციფიკური საკითხების სიღრმისეული გარკვევა.

,,გამოწვევად რჩება ბიზნეს დავების განხილვის ვადები. ჩვენთან საუბარში კერძო სექტორი სასამართლო სისტემაში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ასახელებს დავების გადააწყვეტის გაჭიანურებას. კომერციულ დავებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდი ბიზნესისთვის ხშირ შემთხვევაში დამატებით დანაკარგებთან არის დაკავშირებული”,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე

კომენტარი