სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დემურ გიორხელიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება ნებისმიერმა მეწარმემ რომ უნდა გადაიხადოს, ეს არის აქსიომა

“სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება ნებისმიერმა მეწარმემ რომ უნდა გადაიხადოს, ეს არის აქსიომა”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი და პროფესორი დემურ გიორხელიძე კომპანია “ოჯთ”-ს მიმართ განვითარებულ მოვლენებს და მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს.


როგორც “კვირასთან” საუბრისას დემურ გიორხელიძემ განაცხადა, ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც ბიუჯეტის დავალიანება აქვს, ხელისუფლებასთან მიმართებაში, არის სუსტი. ამასთან, გიორხელიძე ამბობს, რომ ბიუჯეტისადმი დავალიანება უარყოფითად მოქმედებს ბიზნესსაქმიანობაზე და გაცილებით უარესად- ბიზნესმენის პარტნიორებზე. “ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დავაში, ხელისუფლებასთან მიმართებაში, ყველა ბიზნესმენი არის სუსტი, მაგრამ არის მომენტი, რომელიც საერთოდ თამაშის წესებიდან ამოვარდნილია და ნაკლებ გამართლების საშუალებას იძლევა, როცა არის ბიუჯეტის დავალიანება. არის მომენტები, ურთიერთობები ბიზნესპარტნიორებთან ან ხელისუფლებასთან, ამიტომ ბიზნესმენს ასეთ შემთხვევაში, გამართლების ნაკლები შანსი აქვს, იმიტომ რომ ბიუჯეტის დავალიანება არის ისეთი რამ, რაც უნდა გადაიხადო. მიხვდა თუ არა ზაზა ოქუაშვილი იმას, რომ ხელისუფლებას შანტაჟის ენით არ ესაუბროს, ვერ გეტყვით, მაგრამ მან რომ ბიუჯეტის დავალიანება უნდა გადაიხადოს, ამაზე არავინ დავობს.

როცა იგი ამ დავალიანებას გადაიხდის, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება, დიდი და უფრო მყარი პოზიციებიდან ჰქონდეს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ. ის ფაქტი, რომ მან დავალიანების გადახდა დაიწყო, ეს თავისთავად, კარგის ნიშანია, იმიტომ, რომ გინდა თუ არ გინდა, ფული უნდა გადაიხადო, ვინც არ უნდა იყოს ის…. როგორი მართალიც არ უნდა იყოს ის. ამისთვის მან მთავარი პრობლემა უნდა მოხსნას, ეს არის ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. თუ “ომეგა” გაასწორებს ამ დავალიანებას, ყველაზე გონივრული საქციელი იქნება, მაშინ მას გაცილებით უფრო მაღალი ხმა ექნება და საზოგადოება გაცილებით დადებითად მოეკიდება, თუკი მას პრეტენზია ექნება ხელისუფლების მიმართ”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე. შეგახსენებთ, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. დემურ გიორხელიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100