სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე ცელოფნის ტომარა ჩამოფარებული" - გორში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ცხრა წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი გორში დილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ბავშვის ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში ნახეს.
გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი.

ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100