ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.

ზაზა გაბუნია: "ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი. მნიშვნელოვანია რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს."

კომენტარი