სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს „ქართული ლუდის კომპანია“ Art-გენი 2018-ის მხარდამჭერია

სსქართული ლუდის კომპანია“ Art-გენი 2018-ის ოფიციალური მხარდამჭერია. Art-გენი 2018- თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მსმენელის განწყობაზე მუსიკასთან ერთად ქართული ლუდიც იზრუნებს.

ქართული ლუდის კომპანიისათვისეროვნული ტრადიციები მნიშვნელოვანია.

Art - გენი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვან არტისტებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინონ ფართო აუდიტორიას, ჩვენ კი ყოველთვის მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ქართულ წამოწყებას.

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ლუდის კომპანიისმიერ წარმოებული ყველა სახეობის ლუდი და ისიამოვნონ ქართული გენის ნამდვილი დღესასწაულით. - აცხადებს კომპანია ,,ზედაზენის’’ მარკეტინგის მენეჯერი შალვა ჩოჩელი.

Art-გენი წელს ფესტივალის სტუმრებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის მანძილზე, დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის სივრცეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100