სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას, გარემოსდამცველების თქმით, კომპლექსური მიდგომა სჭირდება

ნატა ფერაძე: „ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მარადმწვანე მცენარეები ნაკლებად დაირგას ქალაქში, რადგან ის არ იცვლის წიწვს და ინახავს მთელ გამონაბოლქვსა და მტვერს.“

მანქანების გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი და მწვანე სივრცეების ნაკლებობა - გარემოს დამცველი ნატა ფერაძე იმ სამ ძირითად კომპონენტს ასახელებს, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება. ფერაძის განმარტებით, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ გადაიჭრება. მისივე თქმით, გამონაბოლქვის მიზეზი ქალაქში არსებული მოძველებული ავტოპარკია. ფერაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ის პასიურობს.

გარემოს დამცველი ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთ მიზეზად სამშენებლო ნაგავს ასახელებს. ნატა ფერაძის განმარტებით, ნაგვის გადამუშავება წესების დაცვით არხდება.

„ამ ეტაპზე სიტუაცია არ უმჯობესდება, უარესდება. პრობლემების მოგვარების შემდეგ,ჰაერის გასუფთავებას რა დრო დასჭირდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ამას უნდა კომპლექსური მიდგომა. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მარადმწვანე მცენარეები ნაკლებად დაირგას ქალაქში, რადგან ის არ იცვლის წიწვს და ინახავს მთელ გამონაბოლქვსა და მტვერს. ზოგადად, თბილისი არის ქვაბულში და, როგორც ვიცით, საკმაოდ რთული გასანიავებელი ადგილმდებარეობა აქვს. ბუნებრივი ვინტილაცია შესაძლებელი იყო მანამ, სანამ ფერდობებზე ააშენებდნენ მაღალ კორპუსებს. ესეც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზია,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100