გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია

მნშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაავადების მკურნალობის დაფინანსება, რადგან ეს ეხებაახალგაზრდებს, მათ შორის შვილოსნობის ასაკის მქნე ქალბატონებს

30 მაისს, მსოფლიოში გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს, ამ დღეს,საქართველოც უერთდება. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენს.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით, 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და, ამიტომაც, გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა ასაკისპაციენტებში, არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. არაოფიციალური სტატისტიკითკი, საქართველოში გაფანტული სკლეროზი დაახლოებით 1100 პაციენტს აქვს.

დაავადების სიმპტომებზე, თანმდევ სირთულეებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევოლოგიისდეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე:

- გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, ხასიათდება იმუნური ანთებით, რომელიც მოიცავს თავისა და ზურგის ტვინის თეთრ ნივთიერებას. დაავადება იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს სხვადასხვა კლინიკური ფორმა და კლინიკური სიმპტომები. დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა. დაავადების დროს ნერვულ სისტემაში ადგილი აქვს ნერვული ბოჭკოების გარსის - მიელინის, დაზიანებას- ანთებით დემიელინიზაციას, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. დაავადება შეიძლება დაიწყოსმგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლით. ჩნდება დაბუჟების, ან ჩხვლეტის შეგრძნება ზემო და ქვემოკიდურებში, ვითარდება მხედველობის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, კიდურების სისუსტე და დაჭიმულობა, კოორდინაციის მოშლა და სიარულის ამა თუ იმ სახის დარღვევა. დაავადების საწყის ეტაპებზე ეს სიმპტომები შეტევით ხასიათს ატარებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკუგანვითარდება. ამგვარი შეტევა პაციენტს შეიძლება წელიწადში -ორჯერ-სამჯერ გაუმეორდეს. იშვიად შემთხევებში გაფანტული სკლეროზი დაავადების პირველი დღეებიდანვე ქრონიკულად პროგრესირებად ხასიათს ატარებს. გაფანტული სკლეროზისათვის ძალიან დამახასიათებელი სიმპტომია პათოლოგიური, დაუძლეველი დაღლილობა. დროთა განმავლობაში შეტევების ხშირ განმეორებას თან ახლავს პაციენტის უნარშეზღუდულობის განვითარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანთებითი დემიელინიზაცია და ნეირონების დაღუპვა შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, როდესაც პაციენტს კლინიკურად გამოხატული გამწვავება არ აღენიშნება.

- რა ასაკში ვითარდება ეს დაავადება და რამდენად შესაძლებელია მისი მართვა?

- პრობლემა არის ის, რომ ის ემართება ძირითადად ახლაგაზრდებს 20- დან 40 წ-მდე ადამიანებს და,უპირატესად, ქალბატონებს. ქალბატონები მთელ მსოფლიოში 2-3-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ამდაავადებით. ბოლო 20 წელიწადი მსოფლიომ ამ დაავადების წინააღდეგ, რომ იტყვიან, ხელჩართულიბრძოლა გამოაცხადა. გამოჩნდა უამრავი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს.დღეს არსებობენ ეგრეთ წოდებული იმუნომამოდიფიცირებელი პრეპარატები, რომლებიც ახალი სიტყვაა ამდაავადების მკურნალობაში. ეს პრეპარატები შეტევის განმეორებას უშლის ხელს და მკვეთრად ამცირებს დაავადების პროგრესირებას.

- რას ურჩევდით გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს,როგორი ცხოვრების წესია მათთვის რეკომენდებული ?

- დაავადებულებისთვის არასასურველია მზის აბაზანები, საუნა და სხვა სახის სითბური პროცედურები, რადგან სიცხე, გაფანტული სკლეროზის გამომწვევი ნიშნების გამწვავებას უწყობს ხელს. ზაფხულში ვურჩევ,რომ მაქსიმალურად მოერიდონ მზეს და მიიღონ რაც შეიძლება დიდი დოზით ცივი წყალი. ასევე, უნდა მოერიდონ . სეზონურ ინფექციებს, რადგან შეიძლება ამ ყველაფერმა შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით, გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია.

- დღეს რამდენად ხელმისაწვდომია ამ დაავადების მკურნალობა?

- ჩვენს ქვეყანაში გაფანტულისკლეროზით დაავადებული პაციენტებისრულფასოვან მკურნალობას ვერიღებენ, რადგან სამკურნალო პრეპარატები ძალიან ძვირადღირებულია. თვეში, სულ მცირე, 1000 ლარისღირებულების მედიკამენტია საჭირო და მათ დაფიანსებას, სამწუხაროდ, არ უზრუნველყოფს არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანიები. ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა. მთელ მსოფლიოშიგაფანტული სკლეროზის მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფოს ან სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მკურნალობა ფინასდებოდეს, რადგან ეს ეხება შრომისუნარიან ახალგაზრდებს, შვილოსნობის ასაკის მქონე ქალბატონებს. ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა ამ მიმართულებით. მიზანშეწონილია შემუშავდეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, რათა ამ პაციენტებმა მიიღონ სრულფასოვანი, მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული მკურნალობა.

კომენტარი