განცხადება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს კონსულტანთა შერჩევას საერთაშორისო პროექტებისთვის შემდეგ თანამდებობაზე (სრული განაკვეთი):

1. კონტრაქტების მონიტორინგის ოფიცერი
2. ფინანსისტი
3. შესყიდვების კონსულტანტი

კვალიფიკაცია/კომპეტენცია

• უმაღლესი განათლების დიპლომი საინჟინრო, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკა-ფინანსების ან სხვა მონათესავე დარგში. სამაგისტრო ან სხვა საუნივერსიტეტო ხარისხს ენიჭება უპირატესობა.
• აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, JICA-ს ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საპროექტო გუნდებთან თანამშრომლობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( MS Word, MS Excel, Internet).
• ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად წერა და საუბარი (ინგლისური ენის ცოდნა _ ბრწყინვალედ)

• ხარჯთაღრიცხვების, სპეციალური ფორმების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილებას ენიჭება უპირატესობა

საკონტრაქტო ვადა:

კონტრაქტი ფორმდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომი 6 თვიანი ავტომატური გაგრძელებების გათვალისწინებით.

მოკლე ბიოგრაფია ( CV) და თანმხლები წერილი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.

განცხადებების ჩაბარების ბოლო ვადა: 2010 წლის 20 აპრილი. მხოლოდ მოკლე სიაში მოხვედრილი კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.


კომენტარი