ვიდეო, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი ამერიკა

21 წლის ჯესიკა ქოლავეიმ, იმისთვის, რომ ბავშვი დაეძინებინა, 10 თვის ჩვილს მარიხუანას ბოლი ჩაასუნთქა და მისი ჩაყლაპვა აიძულა. მაგრამ ეს ერთადერთი დანაშაული არ არის – ჯესიკა ქოლავეიმ ჩვილი სასტიკად სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ტირილი არ შეწყვიტა. ეს ვიდეო ჯესიკას მეგობარმა ტელეფონით ჩუმად გადაიღო და გამოაქვეყნა. დედის ამ ქმედების შემდეგ, ჯესიკას მეგობრის თქმით, 10 თვის ბავშვი რამდენიმე წუთში გაითიშა, მაგრამ მალევე გონს მოვიდა. კადრები, სადაც ნათლად ჩანს მოძალადე დედის სასტიკი მოპყრობა ჩვილის მიმართ, დამნაშავის დაკავების დროს მთავარ სამხილად იქცა. ამჟამად ჯესიკა ქოლავეი დაკავებულია და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც გაირკვა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედამ შვილის გასაჩუმებლად აკრძალული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენა. ეს თვითონ დედამ აღიარა, ჩვილზე ძლადობა კი იმით ახსნა, რომ ცუდი დღე ჰქონდა: “ვერ გადავწყვიტე, რა უნდა ჩამეცვა შვილისთვის და ნერვები მომეშალა”, – თქვა მან ჩვენებაში.
ჯესიკა ქოლავეი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზეც” არის რეგისტრირებული და ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ კედელზე სტატუსად გამოაქვეყნა, რომ შვილისთვის ძიძას ეძებდა.

ვიდეო: სიუჟეტი მოძალადე დედის შესახებ

კომენტარი