"ბაღის აღმზრდელს დაუდგინდა ფილტვის სიმსივნე, ხელფასი აქვს 220 ლარი.."

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბაღის ამღზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ემოციური წერილი ქვეყნდება: "ჩემი შვილის ერთ-ერთ ბაღის აღმზრდელს დაუდგინდა ფილტვის სიმსივნე. სტადია არ გვიკითხავს იმდენად შოკირებულები ვიყავით. ხელფასი აქვს 220 ლარი. თანაც 5 წლის შვილი ყავს. ვისაც რისი საშუალება გაქვთ იქნებ დავეხმაროთ. თუნდაც ერთი ლარითაც კი. რომ წარმოვიდგენ რა დღეშია თავად მშობელი და შემდეგ ბავშვი, რომ შეიძლება უდედოდ გაიზარდოს გული მისკდება. ძალიან გთხოვთ ყველანი ქალები და დედები ვართ გულგრილად ნუ დატოვებთ ამ პოსტს. ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში ამავდროულად. უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ ერთ მშვენიერ ქალს გამოჯანმრთელებაში".

კომენტარი