ვინ გადაიბირა მინისტრი ჯანელიძე - დისკრიმინაციის ფაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროში...


დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი და უსამართლობა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დიპლომატი დავით გამყრელიძე აცხადებს რომ „ოდეერის“ მხრიდან შანტაჟი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯალაღანიას პირადი ანტიპათია მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი, დრონი.ჯის, უწყებაში არსებული ადამიანის დისკრედიტაციისა და ნეპოტიზმის ფაქტებზე უყვება.



დავით გამყრელიძე 2013 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისიტროს დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა. ის, მაია ფანჯიკიძის მინისტრობის პერიოდში 5000 კონკურსანტში შეარჩიეს და ასე დაიწყო მან სამსახური, სახელმწიფო უწყებაში.

მისი თქმით, იმ პერიოდში სამინისიტროში ნიჭისა და კონკურსის პირობებში არჩევდნენ თანამშრომლებს, დღეს კი, მხოლოდ ნაცნობობითა და ნეპოტიზმით ხდება გამოუცდელი და არაკვალიფიციური კადრების აყვანა.

დრონი.ჯი: რატომ გაგათავისუფლეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან?

დავით გამყრელიძე: გაოგნებული ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მოულოდნელი, უსაფუძვლო და არაკანონიერი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროდან უკანონოდ ჩემი გათავისუფლების საკითხს.



მინდა ვიყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა შეურიგდნენ ადამიანები უსამართლობას, პირველმა ამოვიღე ხმა იმ დიპლომატებიდან, ვინც ზუსტად ჩემსავით ფიქრობენ.

ბევრი დიპლომატი, რომელიც ჯერ კიდევ სისტემის შიგნით არის დარჩენილი, შეძრწუნებულია მიმდინარე ფაქტით, თუმცა, ხმამაღლა ამაზე ვერავინ ბედავს საუბარს.

ამიტომ, გადავუგზავნე სასამართლოს მტკიცებულებები, დოკუმენტები, ფაქტები და 26 თებერვალს გაიმართება სხდომა.

მაინტერესებს, რას იტყვიან სასამართლო სხდომაზე „ოდეერის“ ზარებზე, რომელიც მუქარის შემცველი და შანტაჟის ტოლფასი იყო?

- რას გულისხმობთ?


- „საუკეთესოდ იმუშავა“ ე.წ. ოდეერ-ის სამსახურმა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციის დირექტორმა, ვინმე გიორგი თვალავაძემ. მან არაერთხელ განახორციელა ჩემს კუთვნილ ნომერზე სატელეფონო ზარი და დამცინავი, შეურაცმყოფელი ტონით დამემუქრა.

იგი ასევე გამოირჩეოდა უხეში საუბრით, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე პოლიციური, ლეგიტიმური ძალადობის სისტემის ფარგლებში.

ჩვენს შორის, მისივე პროვოკაციული ბუნებისა და ხასიათის შედეგად, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. მისი განცხადებით, სატელეფონო საუბარი იწერებოდა, რაც ნიშნავს და არის შანტაჟის ტოლფასი. მისი თქმით, მე ან უნდა შევგუებოდი არასამართლიან გარემოში მუშაობას ან დამეწერა განცხადება და ჩემი ნებით წავსულიყავი სამსახურიდან.

- და თქვენ როგორ მოიქეცით?


- ჩემი მხრიდან უარის მიღების შემდეგ, მან ლეგიტიმური ძალადობის, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ადამიანის დისკრედიტირებულად გამოცხადების შედეგად, მოახერხა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. ზუსტად, ამ შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი საუბრის შემდეგ დაიწყო მან ადმინისტრაციული საქმის წარმოება და გადაიბირა მინისტრიც, ჩემი გათავისუფლების საქმეში.



ჩემს გათავისუფლებაში დიდი წვლილი მიუძღვის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, დავით ჯალაღანიასაც, რომელიც მოისროლეს და ახლა შვეიცარიაშიაა ელჩად გამწესებული.

ჯალაღანიას არ მოეწონა, როდესაც გაეროს სხდომაზე, სადაც თვითონ ვერ წავიდა და მის მაგივრად მეორე მოადგილე გაუშვეს, მე მომიწია სიტყვით გამოსვლა.

ის მოადგილე ფიზიკურად ვერ გამოვიდოდა სხდომაზე სიტყვით, მე ბევრად კომპეტენტური ვიყავი, საკითხიც ვიცოდი და მთხოვა მის მაგივრად გამოვსულიყავი...

ეს ვერ მაპატია ჯალაღანიამ...

- შემდეგ რა მოხდა?


- მოგიყვებით ერთ პასაჟს ჩვენი ურთიერთობიდან.. როდესაც დები ზარანდიები დაიღუპნენ 13 ივნისის იმ უბედურ დღეს (ერთ-ერთი და იყო ჩემი სტუდენტი), ბავშვებმა მთხოვეს რომ სამძიმარზე ერთად წავსულიყავით სამეგრელოში.



მაშინდელ მინისტრს მივმართე პირდაპირ... თამარ ბერუჩაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ქალბატონმა თამარმაც გამოგვიყო ავტობუსი და მე და ჩემს სტუდენტებს გვერდით დაგვიდგა.

ეს საქციელი (უშუალოდ და პირდაპირ მინისტრისათვის დახმარების თხოვნა) ირმა ქევხიშვილმა, რომელიც ერთ დროს, საგარეო საქმეთა სამინისტოს დაზვერვაში მუშაბდა, ცუდ ტონად შეაფასა. თვალში არ მოუვიდა. ასევე მიზეზი მიეცა ბატონ ჯალაღონიასაც, რომელმაც ეს უფლებამოსილების გადამეტებაში ჩამითვალა.

ჩემს მიერ ნათქვამი მაგალითები, კიდევ ერთხელ მიანიშნებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატთა დისკრიმინაციასა და დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ.

თუმცა, ერთადერთი მოხელე, რომელმაც „მოინდომა“ და „გაბედა“ ხმა ამოეღო ზემოაღნიშნული სამართლებრივი დარღვევების შესახებ, ვიყავი მე, დავით გამყრელიძე.

სწორედ, მე დავით გამყრელიძე ვიდავებ 26 თებერვალს მათთან სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ.

კომენტარი