სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ კარგი მებაღე ხართ და სამეფო ბაღს მოუვლით, მისწერეთ... ელისაბედ მეორეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მებაღის ვაკანსიის შესავსებად უჩვეულო ხერხს მიმართა: მონარქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებაა გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნულია, რომ სამეფო ოჯახი ახალ მებაღეს ეძებს. მებაღის ადგილი დედოფლის საყვარელ ადგილას - ბალმორალის შოტლანდიურ ციხესიმაგრეში გამოთავისუფლდა. სწორედ ბრიტანელ მონარქთა ამ კერძო რეზიდენციაში ატარებს ელისაბედ მეორე ზაფხულის თვეებს.

განცახადებაში მითითებულია, რომ „საჭიროა ადამიანი, რომელსაც მებაღის ხელობის ყველა მიმართულება ზედმიწევნით ზუსტად აქვს ათვისებული, გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და პასუხობს მოცემული თანამდებობის მაღალ მოთხოვნებს“. მებაღეობის მსურველებისთვის მონარქი არანაირ სხვა შეზღუდვას არ აწესებს. განცხადებაში მითითებულია, რომ სამეფო ბაღის „შეფისთვის“ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე სახლია გამოყოფილი. განცხადებების მიღების ბოლო ვადად 23 სექტემბერია მითითებული. ნებისმიერ მსურველს განაცხადის შევსება გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100