„ეძიე და მოყევი ღვინოს „ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია

4 კრეატიული სააგენტოს მიერ შექმნილი 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებულისაკოლექციო შეფუთვა

საიუბილეო 20 წლის თავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება.

პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

- ღვინის ცოდნის ამაღლება
- ღვინისა და კერძის შეხამება
- ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი
- ქართული ღვინის ისტორია


კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს.

შეფუთვის შესაქმნელად კომპანიამ მოიწვია 4 კრეატიული სააგენტო, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას და შექმნა ამ ღვინისათვის ეტიკეტის დიზაინი.

- სააგენტო „კოლეკტივი“ - ღვინის ცოდნის ამაღლება, ახაშენი
- სააგენტო „მორ სტუდიო“ - ღვინისა და კერძის შეხამება, წინანდალი
- სააგენტო „აბეკა გრაფიკსი“ - ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი, საფერავი
- გიორგი პოპიაშვილი - ქართული ღვინის ისტორია, რქაწითელი ქვევრი


პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს.

„მორ სტუდიომ“ „წინანდალის“ დიზაინში ქართული სუფრის მრავალფეროვნება ასახა. ეტიკეტი ძველი კულინარიული რეცეპტებისა და კერძების ვიზუალური მასალის გამოყენებით შეიქმნა. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძებისა და ემოციების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს.

„აბეკა გრაფიკსის“ „საფერავის“ ეტიკეტში მთელი საქართველო ფანქრით არის ჩახატული. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა საქართველოს გზას მოგასწავლის.

გიორგი პოპიაშვილის „რქაწითელი ქვევრი“ წარმოადგენს ქვევრის იმიჯს, რომელიც დახატულია 8000 წერტილით. თითოეული წერტილი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ღვინის წარმოების ერთ წელს.

თელიანი ველი, ეძიე და მოყევი ღვინოს . . .

კომენტარი