სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე წინასაახალწლო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიებს, მათ შორის, “ჯორჯიან მანგანეზს” მადლობას უხდის (ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში დაგეგმილი გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერისთვის, კომპანიებს, მათ შორის: “ჯორჯიან მანგანეზს”, “გალფს”, “ბორჯომს”, “არემჯის”, “ჯიპიაის”, “ჯეოსელს”… დღეს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა ჩამოგითვალოთ იმ კომპანიის სახელები, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობენ წინასაახალწლო ღონისძიებებში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ეს კომპანიები გახლავთ: “მაგთი”, “საქართველოს ბანკი”, “ვისოლი”, “ვი-თი-ბი”, “ლიბერთი”, “პე-ეს-პე”, “კოკა-კოლა”, “სოკარი”, “ტავი”, “ჯორჯიან მანგანეზი”, “გალფი”, “ბორჯომი”, “არემჯი”, “ჯიპიაი”, “ჯეოსელი”, “ალდაგი”, “არქი ჯგუფი”, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი”, “აისი” და “ლიკანი”,-განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ სხვა კომპანიებსაც აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ წინასაახალწლო ღონისძიებებში, თბილისის მერია მზად არის მათთან სათანამშრომლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100