თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია - კარი ჩაკეტეს და ბავშვებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ

თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია. ბავშვების ნაწილი სკოლის გარეთ იმყოფება და დირექტორს მოუწოდებს, რომ სკოლიდან დანარჩენი მოსწავლეებიც გამოუშვას.

როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, სკოლის კარი შიგიდან ჩაკეტეს და ბავშვებს გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.

სკოლასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

კომენტარი