სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უთმელიძე ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის შვიდი მიმართულება წარუდგინა, ასევე, მათ საჭიროებებსა და საბურთალოს განვითარების შესახებ ინიციატივებს გაეცნო.

დავით უთმელიძის თქმით, თითოეული ადამიანის საჭიროებას აუცილებლად გაითვალისწინებს და გამოწვევების დაძლევაზე მუშაობას, ეტაპობრივად, მათთან ერთად დაიწყებს.

„მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ინიციატივები დამეხმარება, სწორად დავსახო ჩემი სამუშაო გეგმა და უბნის საჭიროებებს მოვარგო ის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია ხმის მიცემის გზით დააფიქსიროს“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100