ბორჯომის ხეობაში ვითარება გართულდა. მაშველები დამატებით ძალას ელოდებიან

ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და სასაფლაოს მიუახლოვდა. ადგილზე ამ წუთებში პრემიერმინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.

ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაომდე ნახევარ საათში მიაღწევს.


წყარო: imedinews.ge

კომენტარი