ატენის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა

ატენის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ზემო ბოშურში ამ დროისთვის ხანძარმა 2 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.

ადგილზე მაშველები უკვე მუშაობენ. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება აგრეთვე ქუთაისიდან და დედოფლისწყაროდან. ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ხალხი უკვე გაყვანილია.

​ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი