სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილ 40 წლის მამაკაცს ეძებენ

სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„უშგულიდან მესტიაში მომავალ გზაზე დელიკას მანქანით ნასვამი მამაკაცი მოდიოდა, ჩაეძინა საჭესთან და გადავარდა, მანქანა იპოვნეს, კაცი ვერა, ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, მისი პოვნის იმედი აღარც აქვთ ისეთი ხევია“- განაცხადა დრონი.ჯი-სთან ადგილობრივმა მაცხოვრებელმა
უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში გუშინ გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი