ანჯელინასთან ერთად თამაშისთვის ჰოპკინსს გასუქება მოუწევს

ენტონი ჰოპკინსის კანდიდატი ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფილმის „რუზველტი და ჩერჩილი“-ს მთავარ როლზე განიხილება. ჰოპკინსი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩერჩილის როლთან დაკავშირებით.

„შესაძლოა სამომავლოდ ანჯელინა ჯოლისთან ერთად, პროექტზე „რუზველტი და ჩერჩილი“ ვიმუშავო. ანჯელინამ სცენარის შინაარსი გამომიგზავნა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კანდიდატურა ჩერჩილის როლზე რეალურია.“- განაცხადა სერ ჰოპკინსმა.

ჰოპკინსმა მიღებული სცენარის შეფასებისგან თავი შეიკავა. მედიას განუმხილა, რომ რუზველტის როლის შემსრულებელი ჯერ ნაპოვნი არ არის და დასძინა, რომ თუ ჩერჩილის როლს დათანხმდებოდა, მაშინ გასუქება მოუწევდა. რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, იგი ჰოპკინსთან ერთად „ალექსანდრე“-ში მონაწილეობდა და სერ ენტონი მას აფასებს, როგორც ლამაზსა და ჭქვიან ქალბატონს, რომელთან ერთად მუშაობაც უაღრესად სასიამოვნოა.

კომენტარი