სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რომ მოვდიოდი, დავემშვიდობე და საბოლოო დამშვიდობება აღმოჩნდა" - მარიამ საჯაიას ოჯახის წევრი გარდაეცვალა

ყოფილ პარლამენტარს მარიამ საჯაიას ბებია გარდაეცვალა. მარიამი ახლა ინდოეთში იმყოფება და ბებიის გარდაცვალება მოგზაურობის დროს შეიტყო. საჯაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:"დიდი ხნიანი წასვლების წინ ყოველთვის მაქვს ახლო ადამიანებზე ფიქრი - "რომ ვეღარ ვნახო..." ასე ვიყავი ბებოზე.
მძიმედ ავად იყო ბოლო ხანს.
თითქოს ვუშვებდი კიდეც გულისგულში, რომ შეიძლება ვერც მენახა, მაგრამ თითქოს მაინც არ მჯეროდა ბოლომდე.
რომ მოვდიოდი, დავემშვიდობე და საბოლოო დამშვიდობება აღმოჩნდა.
ამ დროს კიდევ უფრო მძაფრია ყველაფრის არაფრობის შეგრძნება" - წერს მარიამი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100