"ჩემი ანა.. ჩემი.. როგორ ვნატრობდი, რომ ეს ჩემი ანა არ ყოფილიყო.. ყველაზე უბედური ვარ ახლა"

პროფესორი მარი ნაცვალაძე ანა ხელაძეზე, რომელის მკვლელობაშიც მისივე ბიძაშვილია ბრალდებული, წერს:

"ხომ გყოლიათ გამორჩეულად საყვარელი, ნიჭიერი, წესიერი და ზრდილობიანი სტუდენტი, რომელიც გულში სამუდამოდ იკავებს ადგილს? მეც მყავდა ასეთი....ანა ხელაძე...ჩემი ანა.. ჩემი ..ყელგამოჭრილი ნახეს...როგორ ვნატრობდი, რომ ეს ჩემი ანა არ ყოფილიყო...როგორ...

ყველაზე უბედური ლექტორი ვარ ახლა".
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ანა ხელაძე საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი იპოვნეს. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ბიძაშვილი, 21 წლის მამაკაცია.

კომენტარი