თიანეთში მამაკაცი მოკლეს

თიანეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია,თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება ორი, იარაღის უკანონო ტარებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი