სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა

სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. ამ ფორმით აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. მათ ბანერთან ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვიც შეკრეს. მდუმარე აქცია კი 20:00 საათზე დაიწყება. აქციაში ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას. ოკუპაციას აპროტესტებენ Droni.ge-ს, Itv.ge-სა და Presa.ge-ს ჟურნალისტებიც. შეგახსენებთ, რომ სოფელ ბერშუეთში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის ახალი მანიშნებელი დაამონტაჟეს. იხილეთ ვიდეო, რომელიც ადგილიდან "დრონი.ჯი"-ს ჟურნალისტმა გადაიღო.

კომენტარი