სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯორჯიან მანგანეზში“ „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობისგან ეკოლოგიური დარღვევების შესახებ ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

„ცხელი ხაზის“ ნომერია – 570 70 00 23 მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და პრეტენზიებზე რეაგირებას „ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახური მოახდენს. სწორედ აღნიშნული სამსახური განახორციელებს მიღებული შეტყობინებების მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კომპანია Georgian American Alloys-ის აქციონერმა, ურიელ ლაბირმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთობლივი საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც, ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, 12 ივნისს მის მიერ სასამართლოში იქნა წარდგენილი. „ჯორჯიან მანგანეზში“ „ცხელი ხაზის“ ამოქმედება სწორედ აღნიშნული 14- პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100