სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დესერტი ზალცბურგულად

მასალა:

80 გრამი კარაქი

3 ცალი კვერცხი

30 გრამი შაქრის პუდრა

30 გრამი ფქვილი

3 სუფრის კოვზი რძე

ვანილის სოუსისათვის

2 ცალი კვერცხის გული

1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი

80 გრამი შაქარი

1 პაკეტი ვანილი

ნახევარი ლიტრი რძე

ნახევარი პორცია კარაქი, კვერცხის გული და შაქრის პუდრა ვთქვიფოთ ½ საათის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ათქვეფილი კვერცხის ცილა. დარჩენილი კარაქი გავადნოთ ტაფაზე, ჩავასხათ შიგნით მომზადებული ცომი, დავუმატოთ რძე და შევდგათ ტაფა წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. ვაცხოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე. როდესაც ცომი ამოფუვდება, სუფრის კოვზით შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, გადმოვიღოთ ნოკერლნი შემთბარ თეფშზე ჩაღრმავებული ადგილით ზემოთ, მოვასხათ ვანილის სოუსი და სუფრაზე დესერტად მივიტანოთ.

სოუსი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კვერცხის გულები შევურიოთ კარტოფილის ფქვილს, შაქარს და ვანილს, გავხსნათ მცირე რაოდენობის რძით, ჩავასხათ დარჩენილ მდუღარე რძეში და ვთქვიფოთ ორთქლიანი ქვაბის თავზე სქელი მასის მიღებამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100