სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთ-საქართველოს ომში დაცემული ვახტანგ გზირიშვილის დედის მიმართვა

ყველას, ყველას, ყველას!!!

მოგვადგა კვლავ,შავ-ბნელი და ავადსახსენებელი აგვისტოს თვე, პირადად ჩემთვის და საქართველოსთვის. და ალბათ თითოეული თქვენთაგანისთვის.
მინდა გაგაცნოთ ჩემი წერილი,რომელსაც ვუგზავნი,ყველას. გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ და დასკვნები ისე გააკეთოთ. მე გახლავართ 1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ბადრი გზირიშვილი ქვრივი და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის (დაჯილდოვებულია წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ) დედა.
ჩემს სიცოცხლეს არანაირი აზრი აღარ ექნებოდა ასეთი მძიმე ტრაგედიის შემდეგ, რომ არა "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის" ჩამოყალიბება. ფონდის,რომელსაც სამი ძირითადი მიზანი აქვს დასახული შესასრულებლად.
1.- წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის აშენება,საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სულების საოხად.
2.- საქართველოსთვის გმირულად დაღუპული ჯარისკაცების,ობლად დატოვებულ შვილებზე ზრუნვა სრულწლოვანებამდე და გმირების უმწეო მშობლებზე ზრუნვა.

3. – გმირებზე ისტორიული წიგნის დაწერა და გამოშვება. წიგნის სახელწოდებაა "გზა უკვდავებისკენ".

ეკლესიის მშენებლობა უსახსრობის გამო შეჩერებული იყო. ამჯამად მშენებლობა განვაახლე კვლავ. ამჯერზე, გარე მოპირკეთების სტადიაზე ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება გასაკეთებელი და დასამთავრებელი. წიგნის წერაც დაწყებულია. თითქმის ნახევარი მასალა გაკეთებულია. წიგნი "გზა უკვდავებისკენ" და ეკლესიაც,რომლებიც ეძღვნებათ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის ბრძოლის ველზე, გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს, მინდა მოესწროს 2011 წლის ბოლომდე. კერძოდ 13.12.2011-მდე წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ბრწყინვალე დღესასწაულის ხსენების დღემდე, რათა სწორედ ამ ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მოხდეს ეკლესიის კურთხევა და ისტორიული წიგნის "გზა უკვდავებისკენ"პრეზენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ ყველას თხოვნით,რათა გაიღოთ მოწყალება და დაეხმაროთ საქველმოქმედო ფონდს ნაკისრი და დაწყებული კეთილი მიზნების დასრულებაში შეძლებისდაგვარად. ფონდს,რომელიც ემსახურება საქართვე ლოსთვის დაღუპული გმირების უკვდაყოფას.!!!

ფონდის რეკვიზიტებია:
" საქართველოს ბაკი": მიმღების ანგარიშის ნომერია: 899 98 59 00. ჯეოსელი - 700 508. მაგთი - 200 357. ზარის ღირებულება 1 ლარი. წინასსწარ გიხდით მადლობას გულისხმერებისთვის. გფარავდეთ ღმერთი გმირების უკვდავ ყოფისთვის.

ფონდის პრეზიდენტი: მარინა გზირიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100