სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქვეითი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი სავარაუდოდ ქალია.

შსს-მ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100