სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Garage 48 თბილისშია!

48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის

21 აპრილს, 17:30 საათზე სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს და Impact Hub Tbilisi-ში გაგრძელდება 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.


პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამი გამარჯვებული გუნდი საჩუქრად მიიღებს იმფაქთ ჰაბის ერთთვიან ულიმიტო წევრობას და პრიზებს თიბისი ბანკისგან. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებულია ასამდე ადამიანი.


Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100