სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით პროკურატურამ კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოში, რომ გადაიდოს წინასასამართლო სხდომა.

პირველად წინასასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 25 დეკემბერს, მეორე 30 იანვარს, ხოლო მესამე სასამართლოს დანიშვნას პროკურატურა 27 თებერვალს ითხოვს.

დავით დეკანოიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმრობაშია, რადგან პროკურატურას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები. ხოლო ვახტანგ ველიჯანაშვილის თქმით, პროკურატურა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება და ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100