ბაღდათში წითელ ნუსხაში შეყვანილი არჩვი მოკლეს - გარემოზე მიყენებული ზიანი 30 000 ლარია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი მოკლა.
ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია.
მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ადგილზე ჩამოერთვათ სანადირო თოფები.

გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო topnews ავრცელებს.

კომენტარი