სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსგან მცირე საოჯახო ტიპის სახლების კანონით გათავალისწინებულ დაფინანსებას მოითხოვს!

როგორც ჩანს, საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინოვნიკების გარდა ყველამ იცის, თუ რამდენი უპატრონო ბავშვი, ბედის ანაბარა მიტოვებული მოხუცი და მძიმედ დაავადებული ადამიანი გვყავს!

ამიტომ ჩერნოვეცკის საქველმოქედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს და 100-ზე მეტ უმწეო პატარას, რომლებიც ოჯახების სიღატაკის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი ვერ დადიან! ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც საქველმოქმედო პროგრამების შესასრულებლადაა მიმართული, 2 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენმა ფონდმა მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლი გახსნა, სადაც საუკეთესო საცხოვრებელი გარემო და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი, მშობლების მზრუნვლეობას მოკლებული 30 ბავშვისთვის.

ასევე, 2017 წელს ჩვენ ვაპირებთ კიდევ მინიმუმ 7 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გავხსნათ საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ რეგიონებში, სადაც მშობლების მზრუნველობასა და სითბოს მოკლებულ ბავშვთა რიცხვი განსკუთრებით დიდია! ასევე წელს დავიწყებთ მრავალმილიონიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები უპატრონო ადამიანების დაცვას, მათთვის უფასო სასადილოებისა და ღამის გასათევის გახსნას.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ თითო ბავშვზე ყოველდღიურად 17 ლარი გამოყოს, მაგრამ გახსნის მომენტიდან (2016 წლის სექტემბრიდან) ქობულეთში მდებარე 2 მცირე საოჯახო ტიპის სახლს სამინისტროსგან კუთვნილი დაფინასება არ მიუღია. მისაღები თანხა თვეში 10 ათას ლარს შეადგენს. ამგვარად, უკვე ნახევარი წელია რაც 20 ბავშვი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ცხოვრობს. ბავშვების საკვებით, სამოსით, სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა და ასევე შენობის ქირის საფასურის გადახდა, პერსონალის ხელფასისა და კომუნალური გადასახადების დაფარვა ფონდისთვის მხოლოდ კეთილი ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით არის შესაძლებელი!

ფონდი გაოგნებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და პასუხისმგებელი პირების ასეთი უგულო დამოკიდებულებით, რომლებიც გამოგონილი მიზეზებით აჭიანურებენ დაფინანსების დაწყებას, რითაც კანონს არღვევენ, ლახავენ ბავშვთა უფლებებს და უპატივცემულობას იჩენენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც ფონდს ამ საწყალ ბავშვებზე ზრუნვაში ეხმარება.
ჩერნოვეცკის ფონდი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებსა და პირადად მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს მკაცრად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გადაურიცხოს ბავშვთა სახლებს კუთვნილი თანხა!

ჩვენი მოთხოვნა არავითარ კავშირში არ არის იმ მიზერულ თანხებთან, რომლებსაც სამინისტრო თითო ბავშვზე გვიხდის. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი საქმიანობის პატივისცემას და იმ ჩინოვნიკების დასჯას, რომლებსაც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საკითხს! ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები უნდა მუშაობდნენ! ეს პრინციპის საკითხია და აუცილებლობის შეთხვევაში, ჩვენ მის გადაჭრას საქართველოს სასამართლოშიც მოვითხოვთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100