სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: ქიბარ ხალვაშო, ივანიშვილის მონავ, არცერთ შემთხვევაში შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას არავინ გაგაჩერებინებს

„ამ ისტორიულ შენობაში საქართველოს ბედი წყდება,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოსთან გააკეთა, სადაც სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ნიკა გვარამიას თქმთ, რუსთავი 2 კანონიერ გადააწყვეტილებას ითხოვს.

"ყველა კარი, რომელიც გაღებულია, ერთ დღეს შეიძლება ყრუდ დაიხშოს, დიახ ეს 9 ადამიანი, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, მასთან ერთად სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთრ თავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, ამით შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს, მათთვის შესაძლოა, შავი ასოებით შეიტანს საკუთარ სახელებსა და გვარებს შთამომავლებისთვისაც და მთელი ამ ქვეყნის სახელმძღვანელოებში, ეს არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილები მათთვის მოთხრილი ხეებით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება. თუ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს ბარების და ნიჩბების როლი, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ „არ იქნება რუსთავი 2, იქნება მარტო ივანიშვილების ტელევიზიები.“

ნიკა გვარამიამ გამოსვლის ბოლოს ქიბარ ხალვაშს მიმართა.

"ხელისუფლებამ საქართველოში ქიბარ ხალავში ჩამოათრია, მე მინდა ვუთხრა ყველა დროის იუდას, ქიბარ ხალვაშო, არცერთ შემთხვევაში შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილოს მონავ, არავინ გაგაჩერებინებს,"- აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100