მახაჩკალაში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი მოკლეს

დღეს დილით, მახაჩკალაში უცნობმა პირებმა დაღესტნის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის გარუნ ყურბანოვის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ყურბანოვი და მისი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალნენ.

ინციდენტი ყურბანოვის სახლთან, მონტასევას ქუჩაზე მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა რამდენჯერმე ესროლეს გარუნ ყურბანოვს, როდესაც ის თავის კუთვნილ Toyota Camry–ში ჯდებოდა. ყურბანოვის ჩაცხრილვის შემდეგ, მის მძღოლსაც ესროლეს. სროლის შემდეგ დამნაშავეებმა ადგილი დატოვეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ვერცხლისფერი ВАЗ-2114 ფირმის ავტომაქანით მიიმალნენ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო–ოპერატიული ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. მიმდინარეობს დამნაშავეების ძებნა, ქალაქში მოქედებს ოპერატიული გეგმა ,,ვუკლნი 3.“გამომძიებლების თქმით, მომხდარი, შესაძლოა, ჩინოვნიკის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

გარუნ ყურბანოვი 1962 წელს დაღესტნის სოფელ კუნკში დაიბადა. დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა თერაპევტად. 2000–2004 წლებში, ყურბანოვი მუშაობდა რუსეთის სამინისტროში, ჩრდილო–კავკასიის ტერიტორიული მართვის სპეციალისტად. 2008 წლის ოქტომბერში, ის დაღესტნის ნაციონალური პოლიტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მინსიტრად დანიშნეს. 2010 წლის 1 მარტს კი, დაღესტნის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა.

გარან ყურბანოვი იყო ცნობილი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, ასევემ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

კომენტარი