"ვიცი არ აგცდება ჯვარცმა ჩემი წასვლით, ვერც სისხლს ჩამოიბან თუნდაც წლების გასვლით"

სოფიო ქოიავას ხსოვნას უცნობმა ავტორმა ლექსი მიუძღვნა:

შენი გულითვის თავის მოკვლა
იცი რამდეჯერ დავაპირე?
შენ ვერ ისწავლე ჩემი დაფასება,
არასდროს ასრულებდი დანაპირებს.
კაცი ვარ იძახდი, მეპატიება,
ღვინო, დუდუკი და ქალები,
ჩემ თავზე ვბრაზობ უკვე ძალიან,
როგორ დამიბრმავე თვალები.
ჩემი სიამაყე გინდა დამავიწყო,
რაც კი წმინდა იყო გაწირო,
ნუთუ მაგიტომ შეგიყვარე,
რომ გული ასე მწარედ მატკინო.
შენ არ შეიცვლები უკვე არასოდეს,
პირიქით ნამდვილი ესა ხარ,
წავალ და ჩუმად კარებს გავიხურავ ,
მერე რა თუ ძლიერ მიყვარხარ.
ვიცი რომ წასვლით შავებს არ ჩაიცვამ,
პირიქით შემცვლელსაც მონახავ,
ჩემი სიყვარულის არა მაგრამ,
სხვისი ფლიდი გრძნობის მონახარ.
რას ვამბობ არ ვიცი ავფორიაქდი,
ალბათ არ ველოდი ასეთ დარტყმას,
იცოდი ყველაფერს გაპატიებდი,
მაგრამ არასოდეს შენ ჩემს ღალატს.
ვიცი არ აგცდება ჯვარცმა ჩემი წასვლით,
ვერც სისხლს ჩამოიბან თუნდაც წლების გასვლით.

კომენტარი