ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი და განადგურებული ინფრასტრუქტურა - ცეცხლის ჩაქრობას 26 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა

ბავშვთა სამყაროში გამთენიისას გაჩენილი ხანძარი მთლიანად შენობას. ადგილზე მისულ სახანძრო და სამაშველო ბრიგადებს ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდათ, ამიტომ დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო, საბოლოოდ 26 სახანძრო და სამაშველო ჯგუფი ცდილობდა ხანძართან გამკლავებას. ამ ეტაპზე ცეცხლი თითქმის მთლიანად ჩამქრალის, დარჩენილია მხოლოდ პატარა კერები. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დააზიანა ხანძარმა, შენობა თითქმის მთლიანად დამწვარია და ძალიან მცირედის გადარჩენა მოხერხდა მხოლოდ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი